თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი – (ნერვ. დაავ.) ვითარდება უპირატესად ხანში შესულ ასაკში. მის განვითარებას საფუძვლად უდევს ლიპიდური ცვლის დარღვევა. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ნერვულ – ფსიქიკური დაძაბვა, ენდოკრინული დარღვევები, კვების რეჟიმის დარღვევა (ცხიმიანი საკვების ბოროტად გამოყენება), ჰიპერტონიული დაავადება. სისხლძარღვების კედლები მკვრივდება, ხდება არასწორი ზედაპირის, მათი სანათური ვიწროვდება. სიმპტომები. გონებრივი უნარის დაქვეითება, გაღიზიანებადობა, მახსოვრობის დაქვეითება, უძილობა, ხმაურის შეგრძნება, თავბრუსხვევა. მკურნალობა და პროფილაქტიკა. კვების რეჟიმის, შრომის და დასვენების ნორმალიზაცია, ყოველდღიური სეირნობა, დიეტა ცხოველური ცხიმების შეზღუდვით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა