თეთრად შლა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თეთრად შლა – წარმოადგენს გინეკოლოგიური დაავადებების ერთ – ერთ ყველაზე ხშირ სიმპტომს, რომელიც დაკავშირებულია სასქესო ორგანოების სეკრეტის რაოდენობრივ და თვისებრივ ცვლილებებთან. მიზეზები: ანთებითი პროცესები, სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეები. ამასთან დაკავშირებით განასხვავებენ ვესტიბულურ, საშოს, ყელის, საშვილოსნოსა და მილების თეთრად შლას. გამონადენის ხასიათი დამოკიდებულია მათ წარმოშობაზე (მილის, საშვილოსნოს და საშოს გამონადენი თხიერია, ყელისა – ლორწოვანი). ჩირქის შენარევი მიუთითებს ანთებით პროცესზე, სისხლის – ავთვისებიანი სიმსვნის განვითარებაზე. ავადმყოფი უჩივის სინოტივეს გარეთა სასქესო ორგანოებში და ქავილს. მკურნალობა – ძირითადი დაავადების, რომელიც წარმოადგენს თეთრად შლის მიზეზს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა