თვალის რეფრაქცია

თვალის რეფრაქცია – ეტიოლოგია, პათოგენეზი: ტრავმის შემდეგ ეროზირებული რქოვანა გარსის ინფიცირება მიკრობებით; ინფილტრაციის დაშლა და მისი მოცილება ზედაპირული კერატიტის დროს. სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილი თვალში, ცრემლდენა, სინათლის შიში. თვალის კაკლის პერიკორნეალური ან შერეული ინიექცია, ზოგჯერ კონიუნქტივის ქემოზი. რქოვანა გარსის ქსოვილის მეტ – ნაკლებად ღრმა დეფექტი რუხი ფერის ფსკერითა და კიდეებით. რქოვანა გარსი წყლულის ირგვლივ შემღვრეული და მსუბუქად შეშუპებულია. თავდაპირველად მცირე ზომის, მრგვალი ან მოგრძო წყლული შემდგომში შესაძლებელია  გავრცელდეს რქოვანას მნიშვნელოვან ნაწილზე და მიიღოს სხვადასხვა მოხაზულობები. რქოვანას მცოცავი წყლული გამოირჩევა სწრაფი განვითარებით. პროგრესირებადი ნაწილი გაფაშრებული და გარშემორტყმულია ჩირქოვანი ინფილტრატით, ხოლო მოპირდაპირე ნაპირი სუფთაა. წყლულის ადგილზე შეხორცების შემდეგ რჩება მყარი შემღვრევა; ქვეითდება მხედველობა. ზოგჯერ წყლული აღწევს რქოვანა გარსის სიღრმეში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მისი გახვრეტა და ფერადი გარსის გაჭყლეტა. ასეთი წყლულის დანაწიბურების დროს ფორმირდება ლიბრი, რომელიც შეხორცებულია ფერად გარსთან. თვალშიგა წნევის მომატებით ლიბრი შესაძლოა გაიწელოს – წარმოიქნება რქოვანა გარსის სტაფილომა.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძეარჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი