თიროზინი

თიროზინი – არომატული ამინომჟავა; შედის მრავალი ცილისა და პეპტიდების შემადგენლობაში; წარმოადგენს საწყის ნივთიერებას ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების, ადრენალინისა და სხვ. სინთეზისათვის. მისი ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევა ადამიანის ორგანიზმში იწვევს მძიმე დაავადებას (ჭკუასუსტობის სახეს)

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი