თრომბოციტოპათია

თრომბოციტოპათია – სისხლის შედედების დარღვევების საერთო სახელწოდება, რომელსაც იწვევს თვისებრივად არასრულყოფილი თრომბოციტები ან მათი ფუნქციის დარღვევა.

თრომბოციტების არასრულფასოვნება შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი (მაგ. ვილებრანდის დაავადება) ან (ხშირად) შეძენილი (მაგ. ურემიის, ღვიძლის დაავადების, ლეიკოზების, პარაპროტეინემიის, ვიტამინ C – ს დეფიციტის დროს და სხვ.)

ძირითადი გამოვლინებაა – მომატებული სისხლდენები. მკურნალობა მიმართულია მის გამომწვევის მიზეზის აღსაკვეთად; მასიური სისხლის დანაკარგის დროს ახდენენ თრომბოციტული მასის გადასხმას.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი