იაპონური ენცეფალიტი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

იაპონური ენცეფალიტი – მწვავე ვირუსული ენცეფალიტი მძიმე მიმდინარეობით. ვირუსის რეზერვურია მრავალი ველური და შინაური ცხოველები და ფრინველები, გადამტანები – კოღოების სხვადასხვა სახეები. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 4 – 21 დღეს. დაავადება იწყება შემცივნებით, სხეულის ტემპერატურის მომატებით 400 C, კუნთების დამტვრეულობის შეგრძნებით, თავის ტკივილით, ღებინებით. მე – 3 – 4 დღეს ვლინდება თავის ტვინის მძიმე დაზიანების ნიშნები: გონების დაბინდვა, დამბლები. დიაგნოზი ზუსტდება იმუნოლოგიური მეთოდებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა