ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია

ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია – (ნერვ. დაავ.) ვითარდება ნერვული სისტემისა და შინაგანი ორგანოების სხვადასხვა დაავადებების დროს. ხასიათდება გულისცემის სიხშირის დარღვევით, არტერიული წნევის ცვლილებებით, კუჭ – ნაწლავის მხრიდან დარღვევებით, ოფლიანობის მომატებით, ნევროზული რეაქციებით. მკურნალობა. ძირითად დაავადებაზე ზემოქმედება. ნაჩვენებია ბრომიდები, ბელასპონი, ბელოიდი, ტრანკვილიზატორები, ბრომკამფორი, განგლიობლოკატორები, ერგოტამინის წარმოებულები, ატროპინის პრეპარატები, ფიზო –  და ბალნეოთერაპია (გალვანური საყელო შერბაკის მიხედვით, წიწვის აბაზანები, შხაპები), სამკურნალო ფიზკულტურა.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი