თირკმელზედა ჯირკვალი

თირკმელზედა ჯირკვალი – (glandula suprarenalis) პერიფერიული ენდოკრინული ჯირკვალი, რომელიც, ფაქტიურად, ორ სხვადასხვა წარმოშობისა და სხვადასხვა ფიზიოლოგიური მნიშვნელობის ჯირკვალს შეიცავს: ქერქოვან და ტვინოვან ნივთიერებას. ჰორმონები მონაწილეობენ ორგანიზმის დამცველობით და ადაპტაციურ რეაქციებში; არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლასა და გულსისხლძარღვთა სისტემის ცხოველმყოფელობას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)   – შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი რომელიც მოთავსებულია თირკმლის ზედა პოლუსზე; ქერქოვანი ნაწილი გამოიმუშავებს მინერალოკორტიკოსტეროიდებს (ალდოსტერონი), გლუკოკორტიკოიდებს (კორტიკოსტერონი და ჰიდროკორტიზონი), სასქესო ჰორმონებს (ანდროგენები და ესტროგენები); თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრე გამოიმუშავებს ადრენალინსა და ნორადრენალინს; თირკმელზედა ჯირკვალი მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაში და ორგანიზმის დაცველობით – ადაპტაციური რეაქციების განხორციელებაში საგანგებო და პათოლოგიური გამღიზიანებლების მოქმედებების მიმართ.(2)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაფრთხილება!