იმუნოთერაპია

იმუნოთერაპია – (იმუნიტეტი და თერაპია), პრაქტიკული იმუნოლოგიის დარგი რომლის ამოცანაა ინფექციური დაავადების მკურნალობა იმუნოლოგიური პრეპარატებით (ვაქცინები, იმუნური შრატები, გამაგლობულინები და სხვ.). შრატებსა და გამა – გლობულინებს იყენებენ ინფექციური დაავადებების მწვავე ფორმების (დიფტერია, ტეტანუსი, ბოტულიზმი, ცერებროსპინალური მენინგიტი) დროს, ვაქცინები კი შეჰყავთ ინფექციური დაავადებების ქრონიკული და დუნედ მიმდინარე ფორმების (დიზენტერია, ბრუცელოზი, ტულარემია და სხვ.) სამკურნალოდ. იმუნოთერაპიას იყენებენ ანტიბიოტიკებთან და ქიმიოთერაპიასთან ერთად. ვეტპრაქტიკაში ცხოველთა ინფექციური დაავადებების დროს ორგანიზმში შეჰყავთ სამკურნალო შრატები და ბაქტერიოფაგები. [“1”]

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი