კარიოტიპი

კარიოტიპი – (caryotypus ბერძნ.caryon  –  ბირთვი და typos  –  სახე, ანაბეჭდი)  მოცემული ორგანიზმის უჯრედებისათვის დამახასიათებელი ქრომოსომების თვისებათა / მათი რიცხვი, ფორმა, ზომები, ცენტრო­მერების მდგომარეობა და სხვ. / ერთობლიობა. კარიოტიპს განსაზღ­ვრავენ უჯრედის ქრომოსომების ნაკრების სისტემატიზაციის საფუძ­ველზე ყველა ქრომოსომის გულმოდგინე ჩახატვით ან მიკროფოტოგრა­ფირებით და მათი მორფოლოგიის თავისებურებების გათვალისწინებით. / იხ.კარიოგრამა, იდიოგრამა / . კარიოტიპი მნიშვნელოვანი ციტოგენეტი­კური დახასიათებაა, ვინაიდან ის გამოირჩევა დიდი სპეციფიკურობითა და მუდმივობით ყოველი ორგანიზმისათვის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) – ორგანიზმის უჯრედების ქრომოსომული კომპლექტი.(2)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.