კვინკეს შეშუპება

კვინკეს შეშუპება – ხასიათდება კანქვეშა ქსოვილის უმტკივნეულო შესიებით (შეშუპებით), განსაკუთრებით სახეზე (ქუთუთოები, ტუჩები, ენა). დაავადება ხასიათდება სწრაფი მიმდინარეობით (გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე) და უცაბედი გამოვლინებით სხეულის რომელიმე ნაწილზე.

დაავადებს აქვს ალერგიული ბუნება, ზოგჯერ შესაძლებელია კავშირის დადგენა განსაზღვრულ ალერგენთან, კერძოდ ზოგიერთი პრეპარატის მიღებასთან. შესაძლებელია ბრონქული ასთმისა და ცხვირის პოლიპების შერწყმა. ალერგიული შეშუპების გავრცელება ხორხზე   წარმოადგენს საფრთხეს სიცოცხლისთვის.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

..