ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
კომპლემენტი – (ლათ. complementum დამატება; სინ. ალექსინი – მოძვ.) შრატის ცილების სისტემა, რომელიც აქტივირდება ანტიგენ – ანტისხეულის კომპლექსით, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წარმოქმნით, რომელთაც უნარი აქვთ გამოიწვიონ უჯრედის მემბრანების შეუქცევადი ცვლილებები; კომპლემენტი წარმოადგენს ბუნებრივი იმუნიტეტის ერთ – ერთ ფაქტორს და ფართოდ გამოიყენება სადიაგნოსტიკო იმუნოლოგიურ რეაქციებში.– შრატისმიერი ცილების პოლიმოლეკულური სისტემა, ბუნებრივი იმუნიტეტის ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი; წარმოადგენს მრავლფუნქციური სისტემას, რომელიც შედგება ქიმიურად და იმუნოლოგიურად განსხვავებული 18 ცილისაგან (რაც ამჟამადაა ცნობილი).(2)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა