კრეატინინი

კრეატინინი – კრეატინის ანჰიდრიდი, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში კრეატინფოსფორისაგან ფოსფორმჟავას ნაშთის მოცილებით; წარმოადგენს აზოტური ცვლის ერთ – ერთ საბოლოო პროდუქტს; არის შარდის მუდმივი შემადგენელი ნაწილი.

კრეატინინი კუნთებში გამომუშავდება. რაც უფრო დიდია ადამიანის კუნთების მასა, მით უფრო დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს კრეატინინს.

კრეატინინი ორგანიზმიდან თირკმელებით გამოიყოფა. შესაბამისად, მისი კონცენტრაციის მატება ხშირად თირკმლის ფუნქციის დარღვევას უკავშირდება. კრეატინინის მაღალი დონე, ჩვეულებრივ, იმაზე მიუთითებს, რომ თირკმელების ნორმალური ფუნქციონირება დარღვეულია.

შესაბამისად, თირკმელების  ნორმალური ფუნქციონირების შესამოწმებლად კეთდება კრეატინინის ანალიზი. ტესტისთვის საჭიროა ვენიდან სისხლის აღება ან 24-საათიანი შარდის სინჯის შეგროვება.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.