კრიპტორქიზმი

კრიპტორქიზმი – სათესლე ჯირკვლის გაჩერება მუცის ღრუში ან საზარდულის არეში. სათესლე ჯირკვალი მთლიანად ფორმირებულია მუცელშიგა განვითარების IV თვეზე, მეხუთე თვეზე იგი აღწევს საზარდულის არხის შიგა ხვრელს, VII – VIII თვეზე  –  სათესლე პარკის ძირს. დაბადებისას 95% – ში იგი იკავებს ნორმალურ მდებარეობას, ერთი თვის შემდეგ ნორმალური მდებარეობა აღინიშნება 99% – ში. კრიპტორქიზმის შემთხვევების 1/3 ატარებს ცრუ ხასიათს: მოძრავი სათესლე ჯირკვალი ადვილად გადაინაცვლებს საზარდულის არხში, გამოკვლევისას იგი თავისუფლად ეშვება სათესლე პარკში.

სიმპტომები, მიმდინარეობა. სათესლე პარკში სათესლე ჯირკვალი არ არის. თუკი სათესლე პარკში მოისინჯება ერთი სათესლე ჯირკვალი, მაშინ მეორე მდებარეობს გარეთა ხვრელთან, ან სათესლე პარკის ძირში; ჩვეუელბრივ იგი ატროფირებულია. არაიშვიათად ვლინდება სპემატოგენეზის დაქვეითება.

შემთხვევათა 25% – ში აღინიშნება საზარდულის თიაქარი. ოპერაციის დროს ავადყოფთა 95%  – ში ვლინდება პერიტონეუმის არაობლიტირირებული ბუდობრივი წანაზარდი. ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვლის მალიგნიზაციის საშიშროება 14 – ჯერ მეტია, ვიდრე ჩამოსულის, და შეადგენს 3,6% – ს.

– განვითარების ანომალია, რომელიც ხასიათდება სათესლე პარკში ერთი, ან ორივე სათესლე ჯირკვლის ჩამოუსვლელობით.(2)

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

..