ლიგატურა მედიცინაში

ლიგატურა მედიცინაში – ძაფი, რომლითაც კვანძავენ სისხლძარღვს ან რომელსაც ტოვებენ ჭრილობაში ოპერაციის შემდეგ ქსოვილთა შესაერთებლად. შემოიღო ა. ცელსიუსმა I საუკუნეში. ლიგატურა იხმარება სისხლდენის შესაჩერებლად ან თავიდან ასაცილებლად და ლიგატურიანი ნაკერის დასადებად. ლიგატურისთვის იყენებენ აბრეშუმის, კაპრონის ბამბისა და სელის ძაფს, კეტგუტს და სხვ. [“1”]

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი