ლიზისი

ლიზისი – 1. უჯრედებისა და ქსოვილების დაშლა საკუთარი ან უცხო ფერმენტების მოქმედებით; 2. სხეულის ტემპერატურის ნელი და თანდათანობით დაცემა ციებ – ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს, რომელსაც თან ახლავს დაავადების კლინიკური ნიშნების თანდათანობით შემცირება.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.