ლიზოსომები – (lysosoma ბერძნ.lysis – გახსნა და soma, somatos – სხეული) უჯრედის სპეციალიზირებული ციტოპლაზმური სტრუქტურები, რომლებიც შეიცავენ ჰიდროლიზურ ფერმენტებს მაღალი კონცენტრაციით; ლიზოსომების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ბიოლოგიური მაკრომოლეკულების დაშლა.(2)
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი