მედიასტინიტი

მედიასტინიტი – (ქირურ.) შუასაყრის ქსოვილის ანთება. უმრავლეს შემთხვევებში ვითარდება მეორადად – ინფექცია მეზობელი ორგანოების ანთებადი კერებიდან გადაეცემა ლიმფური გზებით (კისრის ფლეგმონა, ნეკნების ოსტეომიელიტი, წყლულები, საყლაპავის დაზიანება და დაშლილი სიმსივნეები). სიმპტომები, მიმდინარეობა. შეუძლოდ ყოფნა, შემცივნება, სხეულის ტემპერატურის მომატება, ქოშინი, მკერდის ძვლის უკან ტკივილი და ზეწოლის შეგრძნება. სწრაფად ვითარდება მძიმე, ზოგადი ინტოქსიკაცია. მკურნალობა მიმართული უნდა იყოს ძირითადი დაავადების ლიკვიდაციისკენ, რომელიც წარმოადგენს მედიასტინიტის მიზეზს. შესაძლებელია დაზიანებული მიდამოს ფართოდ გახსნა და დრენირება აქტიური ასპირაციის და გამორეცხვის ფონზე. გამოიყენება ანტიბიოტიკები, საგულე საშუალებები, პარენტერალურად სითხეების, სისხლის და პლაზმის შემცვლელების დიდი რაოდენობით შეყვანა.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი