მეტაბოლიტები

მეტაბოლიტები (ბერძ. μεταβολίτης, metabolítes) – ამა თუ იმ ნაერთის მეტაბოლიზმის პროდუქტები. მეტაბოლიტები არის პირველადი, მეორადი, შუალედური (რომელიც ექვემდებარება შემდგომ ბიოტრანსფორმაციას) და საბოლოო, რომელიც ტრანსფორმაციას არ განიცდის და გამოიდევნება ორგანიზმიდან ამოსუნთქული ჰაერის, ოფლის, შარდის, განავლის და სხვა სახით.

პირველადი მეტაბოლიტებია მოლეკულები, რომლებიც ორგანიზმის ყველა უჯრედში არსებობს და აუცილებელის სიცოცხლისათვის. ისინი იყოფა 4 კატეგორიად:

  • ნახშირწყლები,
  • ცილები,
  • ლიპიდები,
  • ნუკლეინის მჟავები.

მაგალითად: გლუკოზა – პირველადი მეტაბოლიტია. ადამიანის და ცხოველის ორგანიზმებისათვის, მეტად უნივერსალური და ძირითადი ენერგიის წყარო.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.