მიოკლონია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიოკლონია – ჰიპერკინეზი, რომელიც ხასიათდება ცალკეული კუნთების, ან კუნთების ჯგუფის უნებლიე, უეცარი, ხანმოკლე, არიტმული ან რიტმული შეკუმშვებით. ისინი შეიძლება წარმოიქმნას როგორც მოსვენებით მდგომარეობაში, ასევე მოძრაობების დროს, უეცარი ხმაურის, შეხების დროს. გავრცელების მიხედვით მიოკლონია შეიძლება იყოს გენერალიზებული, მულტიფოკალური, სეგმენტური და ფოკალური. გენერირებადი კერის მიხედვით გამოყოფენ ქერქულ, ქერქქვეშა, ღეროვან, სპინალურ და პერიფერიულ მიოკლონიას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა