მიოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიოპათია – (პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია). (ნერვ. დაავ.) ნელა პროგრესირებადი კუნთების ატროფია ნერვული სისტემის დაზიანების გარეშე. დაავადება მემკვიდრეობითია. ყმაწვილოვანი ფორმის დროს ატროფირდება უპირატესად მხრის სარტყლის კუნთები, სხვა ფორმების დროს – სახის, მხრის და მენჯის სარტყლის, ზურგის კუნთები. საბავშვო ფორმა ჩვეულებრივ ვითარდება ბიჭებში, ხასიათდება ფსევდოჰიპერტროფიებით (კიდურები მოჩანს მოცულობაში გადიდებული ატროფირებული კუნთის ადგილას ცხიმის ჩალაგების გამო), დაავადების სწრაფი პროგრესირებით, ატროფიული პროცესების სხვა ადგილებში გავრცელებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა