ნაყოფისა და ახალშობილის ჰემოლიზური დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნაყოფისა და ახალშობილის ჰემოლიზური დაავადება – ვითარდება დედისა და ნაყოფის სისხლის იმუნოლოგიური შეუთავსებლობით (ხშირად რეზუს – ფაქტორის), რაც იწვევს ნაყოფის ან ახალშობილის ერითროციტების დაშლას (ჰემოლიზს). შესაძლოა იყოს მუცლის მოწყვეტის, ნაადრევი მშობიარობის, ან ნაყოფის სიკვდილის მიზეზი. ახალშობილებში ვლინდება სიყვითლით, ანემიით, შეშუპებებით, კრუნჩხვებით, ოპისტოტონუსით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით. მკურნალობა – სასწრაფოდ სისხლის გადასხმა. პროფილაქტიკა – დედის ორგანიზმში ყოველი ორსულობის შემდეგ სპეციალური იმუნური პრეპარატის – ანტირეზუსული გამა – გლობულინის შეყვანა.

გაფრთხილება!