ნერვული დაბოლოებები

ნერვული დაბოლოებები – ნეიროტერმინალები, აქსონის საბოლოო ტოტები, რომელთა საშუალებითაც ხდება ნერვული ინფორმაციის მიღება ან გადაცემა. ნერვული დაბოლოებები წარმოიქმნება პერიფერიულ ორგანოებში, სადაც ნერვული ბოჭკო თავის გარსებს კარგავს და იტოტება. ნერვული დაბოლოებები უაღრესად მრავალგვარია აგებულებისა და სირთულის მიხედვით, მაგრამ კავშირი ნეირონსა და საინერვაციო ორგანოს უჯრედებს შორის ყოველთვის კონტაქტით ხორციელდება, ე. ი. ორივე უჯრედის ზედაპირული მემბრანის მთლიანობა შენარჩუნებულია. ფუნქციურად ნერვული დაბოლოებები ორგვარია რეცეპტორული ანუ მგრძნობიარე და ეფექტორული ანუ მამოძრავებელი. [“1”]

2.  აქსონების საბოლოო, ტერმინალური ტოტები, რომელთა საშუალებითაც ხდება ნერვული ინფორმაციის მიღება (რეცეპტორები) ან გადაცემა (ეფექტორები).

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი