ოტოგენური სეფსისი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ოტოგენური სეფსისი – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) წარმოადგენს მწვავე და ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტის გართულებას. ვითარდება ანთებითი პროცესის სიგმოიდური, იშვიათად განივი ვენური წიაღის კედელზე გადასვლის დროს. ინფექციის შედეგად წიაღში ჩნდება თრომბი, რომელიც შემდგომ ჩირქდება. შესაძლებელია ჩირქოვანი თრომბის მოწყვეტილი ნაწილების ჰემატოგენური გზით გავრცელება ფილტვებში, სახსრებში, კუნთებში, კანქვეშა ქსოვილში, თირკმლებში და ა.შ. სიმპტომები. მხტუნავი ტემპერატურა, რომელიც მატულობს 40 – 41 გრადუსამდე, მკვეთრი შემცივნებით და ნორმამდე დაცემით, რასაც თან სდევს უხვი ოფლიანობა. იშვიათად სეფსისი მიმდინარეობს მუდმივად მაღალი ტემპერატურით (ჩვეულებრივ ბავშვებში). მძიმე ზოგადი მდგომარეობა, ხშირი და სუსტი ავსების პულსი. სისხლის გამოკვლევით ვლინდება სეფსისითვის ტიპიური ცვლილებები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა