ოქსიტოცინი

ოქსიტოცინი – (oxytocinum; ბერძ. oxys მწვავე, სწრაფი + tokos მშობიარობა) ჰორმონი, რომელიც წარმოიქმნება ჰიპოთალამუსის სუპრაოპტიკურ და პარკუჭახლო ბირთვებში და გროვდება ჰიპოფიზის უკანა წილში მისი სისხლის ნაკადში გამოყოფამდე; ასტიმულირებს საშვილოსნოს მუსკულატურის შეკუმშვას, ხოლო ლაქტაციის პერიოდში – რძის სეკრეციას.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი