პლაცენტის აშრევება

პლაცენტის აშრევება – ნორმალურად მდებარე პლანცეტის ნაადრევი (ბავშვის დაბადებამდე) მოცილება საშვილოსნოს კედლიდან ორსულობისას ან მშობიარობის დროს. წარმოადგენს სახიფათო გართულებას დედისა (სისხლდენა) და ნაყოფის (ჰიპოქსია) სიცოცხლისათვის. ვითარდება მწვავედ – წარმოიქმნება ტკივილი, რომელიც შემდგომში ვრცელდება მთელს მუცელში; საშვილოსნო მტკივნეულია პალპაციისას, შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, სისუსტე, სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან. მკურნალობა: როგორც წესი ნაჩვენებია სასწრაფო საკეისრო კვეთა, რომელიც კეთდება მკვდარი ნაყოფის შემთხვევაშიც კი.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.