რეიტერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რეიტერის დაავადება – 1. რეიტერის სინდრომი, რეიტერის  ტრიადა, ურეთრო – ოკულო – სინოვიური სინდრომი, ინფექციურ – ალერგიული დაავადებაა. ახასიათებს მწვავე ურეთრიტის, კონიუნქტივიტისა და მრავლობითი ართრიტის შერწყმა (ზიანდება ქვედა კიდურთა დიდი სახსრები, ზოგჯერ ხერხემლის სახსრებიც). უვითარდებათ უმთავრესად გენეტიკურად განწყობილ პირებს, რომლებმაც გადაიტანეს არასპეციფიკური ურეთრიტი, დიზენტერია ან იერსინიოზი. სინონიმები: ფისენჟე – ლერუა – რეიტერის სინდრომი, ფისენჟე – ლერუას სინდრომი. [“3”] 2.  (ურეთრო – ოკულოსინოვიალური სინდრომი) ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება კლინიკური სიმპტომების ტრიადით: კონიუნქტივიტით, ურეთრიტით, პოლიართრიტით. გამომწვევია – ვირუსის მაგვარი მიკროორგანიზმები – ქლამიდიები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა