რეიტინგი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რეიტინგი  – 1. (ფსიქოლოგია) (ინგლ. rating – შეფასება, რიგი, კლასიფიკაცია) – ტერმინი, რომელიც გამოხატავს მოცემული სკალით რაიმე მოვლენის სუბიეტურ შეფასებას. რეიტინგის მეშვეობით ხორციელდება სოციალურფსიქოლოგიური ობიექტების პირველადი კლასიფიკაცია მათი საერთო თვისებების გამოხატვის ხარისხის მიხედვით (საექსოერტო შეფასებები). სოციალურ მეცნიერებებში რეიტინგი გამოიყენება შეფასებათა მრავალგვარი სკოლების შესაქმნელად, კერძოდ, შრომითი მოღვაწეობის სხვადასხვა მხარეების, ცალკეული პირების პოპულარობის, პრესტიჟული პროფესიების და სხვ. შეფასებისას. ამ დროს მიღებულ მონაცემებს ჩვეულებრივ აქვთ რიგითი სკალების ხასიათი. 2.  (ინტ.) rating ინტერნეტ – რესურსის (ტელეპროგრამის, რადიოსადგურის, ბეჭდვითი გამოცემის მსგავსად) პოპულარობის საზომი, რომელიც განისაზღვრება დროის მიმდინარე მონაკვეთში, ამ რესურსის მომხმარებელთა პროცენტული შეფარდებით ყველა სხვა  ანალოგიური რესურსების მომხმარებელთა საერთო რიცხვთან. რეიტინგის ერთი პუნქტი ერთ  პროცენტს შეესაბამება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა