რეკაპიტულაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რეკაპიტულაცია – 1. (recapitulatio ლათ. recapitulatio  –  გამეორება)   განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომი ცხოველების ემბრიონული განვითარების ამა თუ იმ ნიშნის გამეორება, არეკლვა უმაღლეს ორგანიზმში. რეკაპიტულაციის პროცესების საფუძველზე შესაძლებელია აირეკლოს, განმეორდეს ონტოგენეზში ფილოგენეზის ძირითადი ეტაპები. ადამიანის ემბრიოგენეზის რეკაპიტულაციის მაგალითებია ჩონჩხის სამი ფორმის შეცვლა  –  ქორდა, ხრტილოვანი ჩონჩხი, ძვლოვანი ჩონჩხი; გამომყოფი სისტემის სამი ფორმის შეცვლა  –  პრონეფროსი, მეზონეფროსი, მეტანეფროსი; რუდიმენტული პროვიზორული ორგანოების წარმოქმნა (ალანტოისი, ყვითრის პარკი); სამთვიან ნაყოფში კუდის წარმოქმნა; ხუთთვიან ნაყოფში თმიანი საფარველის წარმოქმნა; ლაყუჩების დროებითი წარმოქმნა; ეპიდერმისის ფორმების შეცვლა  –  ერთშრიანი, მრავალშრიანი გარქოვანებული და ა.შ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2.   (ფსიქოლოგია) (ლათ. recapitulatio – განმეორება) ონტოგენეზში ხანმოკლე, დროში შეზღუდული განმეორება ფილოგენეტიკური (ისტორიული) ფორმების ნიშნებისა

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა