რიტმის წამყვანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რიტმის წამყვანი – 1. უჯრედთა ჯგუფი, რომელთაც უნარი აქვთ მოახდინონ აგზნების რიტმული იმპულსების გენერირება, რომელიც ვრცელდება სხვა უჯრედებზე. გულში რიტმის წამყვანის როლს ნორმის პირობებში ასრულებს სინუსური კვანძი. იგი ახდენს იმპულსების გენერირებას, რაც იწვევს გულის აგზნებას საშუალო სიხშირით – წუთში 60 – 100 და აქვეითებს სხვა პოტენციური რიტმის წამყვანების აქტივობას – უფრო ნელებს და ქვევით განლაგებულებს (წინაგულებში, ატრიოვენტრიკულკურ კვანძში, გულის პარკუჭებში). გულის ზოგიერთი დაავადების დროს სინუსური კვანძის ფუნქცია ირღვევა, რაც ვლინდება სინუსური ტაქიკადიით, სინუსური ბრადიკარდიით. სინუსური კვანძის ფუნქცინალური აქტივობის მნიშვნელოვანი დაქვეითებისას, ან რიტმის სხვა წამყვანების აქტივობის ამაღლებისას, ვითარდება გულის რიტმის უფრო სერიოზული დარღვევა – ექსტრასისტოლია. 2.  აგზნებული ქსოვილის უჯრედი, ან უჯრედთა ჯგუფი (პეისმეკერები), რომელთაც გააჩნიათ აგზნების რიტმული იმპულსების გენერირების უნარი, რომელიც ვრცელდება სხვა უჯრედებზე; ამ უჯრედების აქტივობა შესაძლოა შეიცვალოს სხვადასხვა ფარმაკოლოგიური პრეპარატების  ზეგავლენით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა