სკლეროდერმია

სკლეროდერმია – (კანისა და ვენ. დაავ.)  დაავადება ხასიათდება კანის შემაერთებელქსოვილოვანი ნაწილის დაზიანებით (შესქელებით). დაავადების მიზეზები დაუდგენელია. განასხვავებენ შემოსაზღვრულ (ფოლაქისებურ) და დიფუზურ (სისტემურ) სკლეროდერმიას.

სიმპტომები

ფოლაქისებური სკლეროდერმია – ჩნდებიან მომრგვალო ან ოვალური ფორმის კერები, რომელთაც გააჩნიათ იისფერ – ვარდისფერი შესახედაობა. მათ ცენტრალურ ნაწილში კანი სკლეროზირდება, ხდება მკვრივი, მისი დანაკეცება თითქმის შეუძლებელია. კანის საფარველი ღებულობს სპილოს ძვლისფერ შესახედაობას. შემდგომში, დაზიანების კერაში, კანი განიცდის ატროფიას, ჩნდება მოლუჯო ფერის პიგმენტაცია. უხშირესად აღნიშნული კერები ლოკალიზებულია სხეულის კანზე, იშვითად – კიდურებზე და ძალიან იშვიათად – თავის თმიან ნაწილზე. ასევე ძალიან იშვიათად ვითარდება ტროფიკული წყლულები.

ფოლაქისებური სკლეროდერმიის თავისებურ ფორმას წარმოადგენს ლაქოვანი, ანუ წვეთოვანი სკლეროდერმია (ე.წ. თეთრი ლაქების დაავადება), რომლის დროსაც წარმოიქმნება რამდენიმე მილიმეტრის ზომის, მრავლობითი, წვრილი, თოვლისებრ – თეთრი ფერის დაზიანების კერები.

2.  დაავადება კოლაგენოზების ჯგუფიდან, რომელიც ხასიათდება კანისა და შინაგანი ორგანოების (მაგალითად, თირკმელები) დიფუზური ან შემოსაზღვრული გამკვრივებით, მათში შემაერთებელი ქსოვილის ზრდით.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი