ულტრაბგერითი გამოკვლევა

ულტრაბგერითი გამოკვლევა – ორგანოთა და ქსოვილთა მდგომარეობის გამოკვლევა ულტრაბგერითი ტალღებით. გაივლის რა ქსოვილებს, უფრო სწორედ, ქსოვილთა საზღვრებს, ულტრაბგერა აირეკლება. სპეციალური გადამცემი აფიქსირებს ამ ცვლილებებს, რომლებიც წარმოადგენენ გამოსახულების საფუძველს. ულტრაბგერითი გამოკვლევა წარმოადგენს დიაგნოსტიკის ერთ–ერთ ყველაზე გავრცელებულ მეთოდს. ულტრაბგერითმა გამოკვლევამ ფართო პოპულარობა ამოიპოვა თავისი უსაფრთხოობით. ულტრაბგერა, რომელიც გამოიყენება აპარატში, არ იწვევს დაზიანებებს.არსებობს ულტრაბგერითი გამოკვლევის რამოდენიმე სახე, რომელთა შორის ყველაზე ხშირად უროლოგიაში გამოიყენება სკანირება (ის, რასაც ტრადიციულად ეწოდება ულტრაბგერითი გამოკვლევა), ასევე დოპლეროგრაფია. დოპლეროგრაფიას საფუძვლად უდევს დოპლერის ეფექტი, რომლის ქვეშ იგულისხმება მოძრავი საგნებიდან არეკლილი ტალღების სიგრძის ცვლილება.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:

ულტრაბგერითი სკანირების დროს მიღებული გამოსახულება განსხვავებულია და დამოკიდებულია სკანერის მუშაობის რეჟიმზე.

ულტრაბგერითი გამოკვლევის რეჟიმებია:

  • A რეჟიმი (A mode) – აღნიშნული რეჟიმი იძლევა ინფორმაციას ერთგანზომილებიანი გამოსახულების სახით
  • B რეჟიმი (2D) – მიიღება ორგანზომილებიანი გამოსახულება, რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს ქსოვილების მორფოლოგიური მდგომარეობა
  • M რეჟიმი (M mode) – გამოიყენება ძირითადად გულის ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის.
  • დოპლერის რეჟიმი (Doppler mode)- ეს რეჟიმი ეფუძნება  დოპლერის ეფექტს და გამოიყენება სისხლის ნაკადის შეფასებისათვის.

ულტრაბგერითი გამოკვლევის გამოყენება მედიცინაში

ულტრაბგერითი გამოკვლევა საშუალებას იძლევა მოხდეს შინაგანი ორგანოების სტრუქტურის შეფასება, გამოვლინდეს სიმსივნური წარმონაქმნები, კისტები, სხვადასხვა ჩანართები, კენჭები, უცხო სხეულები და სხვა. ულტრაბგერითი გამოკვლევის მეშვეობით შესაძლებლია დადგინდეს შინაგანი ორგანოების ზომები, სისხლძარღვების დიამეტრი, დოპლეროგრაფიის (ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლერის ეფექტით) მეშვეობით კი ისაზღვრება სისხლის ნაკადის სიჩქარე მაგისტრალურ სისხლძარღვებში.

ულტრაბგერითი გამოკვლევა ფართოდ გამოიყენება კარდიოლოგიაში, გინეკოლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში, უროლოგიაში და ა.შ.

ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.