ფაგოციტოზი

 

ფაგოციტოზი – 1. (phagocytosis ბერძნ.phagein, phago  –  ვშთანთქავ და cytos  –  უჯრედი)  –  უჯრედის მიერ მკვრივი უცხო ნაწილაკების, მიკრობების დაშლილი  უჯრედების შთანთქმა მათი შემდგომი უჯრედშიგა გადამუშავებით ფერმენტოლიზური მოქმედების შედეგად. ფაგოციტოზის აქტი შეიცავს შემდეგ სტადიებს: 1. ნაწილაკის დაფარვას ციტოპლაზმის გარეთა შრის ფირფიტისებრი წანაზარდებით (ე.წ. იალქნებით);

2. ციტოპლაზმის სიღრმეში ამ წანაზარდების (იალქ­ნების) შეწევას მათზე მიკრული ნაწილაკებიანად; 3. ჩაყლაპული ნაწი­ლაკის (მიკრობის) უჯრედშიგა ფერმენტულ გადამუშავებას. ფაგო­ციტოზის უნარი აქვს რეტიკულურ – ენდოთელური სისტემის უჯრე­დებს, რომლებსაც ფაგოციტები ეწოდება. ტერმინი „ფაგოცი­ტოზი“ შემოიღო ი.ი.მეჩნიკოვმა (1882), რომელმაც აღწერა ეს მოვლენა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

3. ფაგოციტოზი – უცხო ნაწილაკების შთანთქმა განსაკუთრებული უჯრედების მიერ (ფაგოციტებით)

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი