სისხლი

სისხლი – თხიერი ქსოვილი, რომელიც ცირკულირებს ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემაში. შედგება პლაზმისა და ფორმიანი ელემენტებისაგან. სისხლს წითელ ფერს აძლევს ჰემოგლობინი, რომელსაც შეიცავს ერითროციტები. ხასიათდება ქიმიური შემადგენლობის, ოსმოსური წნევის და აქტიური რეაქციის შედარებითი მუდმივობით. გადააქვს ჟანგბადი სუნთქვის ორგანოებიდან ქსოვილებში და ნახშირმჟავა აირი ქსოვილებიდან სუნთქვის ორგანოებში, აწვდის საკვებ ნივთიერებებს საჭმლის მომნელებელი ორგანოებიდან ქსოვილებს, გადააქვს ცვლის პროდუქტები – გამომყოფ ორგანოებთან. მონაწილეობს ორგანიზმის წყალ – მინერალურ ცვლაში და მჟავა – ტუტოვანი წონასწორობის რეგულაციაში, უნარჩუნებს სხეულს მუდმივ ტემპერატურას, ასრულებს დამცველობით ფუნქციას.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი