ქორიოამნიონიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქორიოამნიონიტი – სანაყოფე გარსების ანთება (ქორიონისა და ამნიონის) რომელიც წარმოიქმნება მათი ინფიცირებით ორსულობისა და მაშობიარობის დროს სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრისას და ხანგრძლივი (10 საათზე მეტი) უწყლო მდგომარეობის დროს. ვლინდება ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით, სხეულის ტემპერატურის მომატებით, შემცივნებით, პულსის გახშირებით. მკურნალობა: ანტიბაქტერიული თერაპია და სასწრაფო მშობიარობა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა