ღებინება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ღებინება – კუჭის შიგთავსის უნებლიე, ბიძგისმაგვარი ამოსროლა პირიდან. აღნიშნული აქტი რეგულირდება სპეციალური ღებინების ცენტრის მიერ, რომელიც კოორდინაციას უწევს პილორუსის, კუჭის მუსკულატურის, აგრეთვე სასუნთქი და მუცლის პრესის კუნთების შეთანხმებულ შეკუმშვებს. ღებინება შესაძლოა განვითარდეს რეფლექტორულად ისეთი ზონების გაღიზიანებისას, როგორებიცაა ენის ძირი, რბილი სასა, კუჭის, ნაღვლის ბუშტის ლორწოვანი გარსი და ა.შ. – ამ ორგანოების სხვადასხვა დაავადებებისას. დიდი რაოდენობით ღებინება, ამონაღებ მასაში ახლად მიღებული საკვების არსებობით, დამახასიათებელია პილორუსის სტენოზისთვის, სიმსივნის ან წყლულოვანი დაავადების დროს. შესაძლებელია აგრეთვე ცენტრალური ღებინებაც, რომელიც ვლინდება ქალას შიდა წნევის მომატების, სხვადასხვა ინტოქსიკაციების დროს (ფუტკარას პრეპარატების ჭარბი მიღება, ორსულობის ტოქსიკოზი, ურემია). ღებინება ადვილად უვითარდებათ ბავშვებს, აგრეთვე ნევრასთენიით დაავადებულებს ღებინების ცენტრის მომატებული აგზნებადობის გამო.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა