ყაბზობა

ყაბზობა – კუჭის ხანგრძლივი (2 დღეზე მეტხანს) უმოქმედობა ან, ყოველდღიური მოქმედების გაძნელება ან ნაწლავების დაცლის დაუკმაყოფილებლობის გრძნობა.

ყაბზობის სახეები

  • ალიმენტური  ანუ კვებითი ყაბზობა – იწვევს ხანგრძლივი დროის მანძილზე კვების რაციონში მცენარეული საკვებისა და სითხის მცირე რაოდენობით მიღება.
  • ნევროგენული ყაბზობა, რომლის დროსაც პირობითი რეფლექსების გავლენით დათრგუნულია გარეთ გასვლის სურვილი;
  • ანთებითი ყაბზობა – ვითარდება ნაწლავთა დაავადებების (კოლიტი, ბუასილი, უკანა გასავლის ნასკდომები და ფისტულები) შედეგად.
  • მექანიკური ყაბზობა  – ნაწლავში რაიმე დაბრკოლების (სიმსივნე, განავლის მასა, ნაწიბურები და სხვ.) გაჩენისას.
  • ტოქსიკური ყაბზობა რაიმე ნივთიერებით (ტყვია, მორფიუმი, ატროპინი და სხვ.) მოწამვლის დროს; ენდოკრინული, – რაც დაკავშირებულია შინაგანი ჯირკვლების ფუნქციის დარღვევასთან.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ყაბზობას ხელს უწყობს უმოძრაობა, გასუქება, ფილტვის ემფიზემა. ყაბზობა ხშირად იწვევს სწორი ნაწლავის და ბუასილის გაღიზიანებას.
ხანგრძლივი ქრონიკული ყაბზობის დროს აღინიშნება ტაქიკარდია, თავის ტკივილი, თავბრუ, სისუსტე, დეპრესია, უმადობა, ბოყინი, გემოვნების გაუკუღმართება, სწრაფი გაძღომისა და კუჭში სიმძიმის შეგრძნება, მუცლის ჭვალვა;
ზოგჯერ – ცვლილებები ღვიძლსა და სანაღვლე გზებში.
ყაბზობის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი ნაწლავის გამოკვლევას (რექტოსკოპია და სხვ.).

პროფილაქტიკა

კვების რეჟიმის დაცვა (უნდა ერიდოთ მშრალი საჭმლის მიღებას დიდი ინტერვალებით); ფიზ. შრომა, სპორტი და სხვ.

მკურნალობა

გამწმენდი ოყნები; სათანადო დიეტა (ბოსტნეული, ხილი, შავი პური, მაწონი, მინერ. წყლები და სხვ.). თუ ავადმყოფი მსუქანი არ არის – ცხიმის შემცველი პროდუქტები (კარაქი, მცენარეული ზეთი და სხვ.);
დიდი რაოდენობით სითხე; ფიზიოთერაპია, ტალახით მკურნალობა, სამკურნალო  ვარჯიში, მუცლის მასაჟი.
ყაბზობის დროს ავადმყოფს ეკრძალება შოკოლადი, კაკაო, შავი ყავა, მაგარი ჩაი, ღვინო, ბრინჯი, მოცვი და სხვ.
პროფილაქტიკისა და გართულებების თავიდან ასაცილებლად ტრადიციულად იყენებენ თურმანიძის მალამოს, რომლის სურათსაც ბანერზე ხედავთ.

ყაბზობაქ-ნ ლალი დათეშიძისა და ბ-ნ არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ყაბზობა – კუჭის ხანგრძლივი (2 დღეზე მეტხანს) უმოქმედობა ან, ყოველდღიური მოქმედების გაძნელება ან ნაწლავების დაცლის დაუკმაყოფილებლობის გრძნობა
📌 განარჩევენ ყაბზობის შემდეგ სახეებს:

➡️ ალიმენტური ანუ კვებითი ყაბზობა – იწვევს ხანგრძლივი დროის მანძილზე კვების რაციონში მცენარეული საკვებისა და სითხის მცირე რაოდენობით მიღება;
➡️ ნევროგენული ყაბზობა – პირობითი რეფლექსების გავლენით დათრგუნულია გარეთ გასვლის სურვილი;
➡️ ანთებითი ყაბზობა – ვითარდება ნაწლავთა დაავადებების (კოლიტი, ბუასილი, უკანა გასავლის ნასკდომები და ფისტულები) შედეგად;
➡️ მექანიკური ყაბზობა – ვითარდება ნაწლავში რაიმე დაბრკოლების (სიმსივნე, განავლის მასა, ნაწიბურები და სხვ.) გაჩენისას;
➡️ ტოქსიკური ყაბზობა – ვითარდება რაიმე ნივთიერებით (ტყვია, მორფიუმი, ატროპინი და სხვ.) მოწამვლის დროს;
➡️ ენდოკრინული – დაკავშირებულია შინაგანი ჯირკვლების ფუნქციის დარღვევასთან
🔎 ხანგრძლივი ქრონიკული ყაბზობის დროს აღინიშნება:
✔️ ტაქიკარდია;
✔️ თავის ტკივილი;
✔️ თავბრუსხვევა;
✔️ სისუსტე;
✔️ დეპრესია;
✔️ უმადობა;
✔️ ბოყინი და სხვა
👉 შეიტყვეთ მეტი ყაბზობის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3QpCdqS
#ყაბზობა #შეკრულობა #ყაბზობისსახეები #ყაბზობისტიპები #ალიმენტურიყაბზობა #კვებითიყაბზობა #ნევროგენულიყაბზობა #ანთებითიყაბზობა #მექანიკურიყაბზობა #ტოქსიკურიყაბზობა #ენდოკრინულიყაბზობა #ჰემოროიდულიკვანძები #ბუასილი #ანალურინაპრალი #ყაბზობისმკურნალობა #შეკრულობისმკურნალობა #ყაბზობისპროფილაქტიკა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.