წყლული

წყლული – ulcus ქსოვილების ზედაპირული ნეკროზის შედეგად განვითარებული კანის ან ლორწოვანი გარსის დეფექტი. ყველა წყლულის დამახასიათებელი თავისებურებაა ქრონიკული მიმდინარეობა და შეხორცებებისადმი ნაკლები მიდრეკილება. ეტიოლოგიური ფაქტორის მიხედვით განასხვავებენ ტროფიკულ, ტუბერკულოზურ, სიფილისურ, სურავანდულ, ვარიკოზულ, სიმსივნურ წყლულებს. სიმპტომები, მიმდინარეობა. კანის ან ლორწოვანი გარსის ამა თუ იმ უბანზე ჩნდება ეპითელიუმის მეტ – ნაკლებად მნიშვნელოვანი ნეკროზი და მოწყვეტა, წარმოიქმნება დუნე გრანულაციები, კრატერისებური ან ბრტყელი ჩაღრმავებები, რომელთა ფსკერიც დაფარულია ჭუჭყიანი რუხი ნადებით, კიდეები სქელდება, ხდება დაკოჟრილი. მკურნალობა დამოკიდებულია წყლულის ეტიოლოგიაზე და ხასიათზე. 2.   კანის ან ლორწოვანის და მათ ქვემდებარე ქსოვილების დეფექტი, რომლის შეხორცების პროცესი (გრანულაცია, ეპთელიზაცია) დარღვეულია ან საგრძნობლად შენელებულია, რის გამოც დეფექტის ადგილზე ვითარდება ნაწიბური.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი