აგონია

ლალი დათეშიძე

აგონია – სულთმობრძაობა, სიკვდილისწინა მდგომარეობა; ორგანიზმის რეაქციული და შეგუებითი ფუნქციების უკანასკნელი გამოვლენა. ა – ს ნიშნებია: გონების დაკარგვა, გრძნობის ორგანოთა მოქმედების შეწყვეტა, გაძნელებული სუნთქვა, ხროტინი, კრუნჩხვა, თვალის რქოვანას შემღვრევა, გულის მუშაობის მკვეთრი დარღვევა და სხვ. ა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთს ან საათს. გარეგნულად მისი დასასრულია უკანასკნელი ამოსუნთქვა (კლინიკური სიკვდილი), თუმცა გული ამის შემდეგ ერთხანს კიდევ იკუმშება. ბიოლოგიური სიკვდილი ზოგჯერ ე.წ. მწვავე სიკვდილის შემთხვევაში, რაც გამოწვეულია დიდძალი სისხლის დაკარგვით, შოკით ან ასფიქსიით, დროულად მიღებულმა ზომებმა შეიძლება ავადმყოფი გადაარჩინოს. [“1”]

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაფრთხილებთ!

Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian Russian Russian Turkish Turkish