ადამიანის კვერცხუჯრედი

ლალი დათეშიძე

ადამიანის კვერცხუჯრედი – (ovocytus hominis) მაღალსპე­ციალიზებული და მაღალორგანიზებული დიფერენცირებული უჯრედი (მეორადად იზოლეციტური ტიპისაა ოლიგოლეციტური). იგი მრგვა­ლია. მისი დიამეტრი დაახლოებით 0, 15 მმ – ს შეადგენს. იწონის 3,10 მკგ – ს, შეიცავს ქრომოსომათა ჰაპლოიდურ რიცხვს და X – სასქესო ქრომო­სომას, მოძრაობის უნარი არა აქვს. კვერცხუჯრედი ასრულებს შემდეგ ფუნქციებს: 1. გადასცემს ჩანასახს ბირთვს, რომელიც შეიცავს მისი მომავალი ქრომოსომული ნაკრების ნახევარს; 2. განაყოფიერების დროს მოაქვს გაცილებით მეტი ციტოპლაზმა სპერმატოზოიდთან შედარებით; 3. ჩანასახს ამარაგებს საკვებით, რომელიც საშუალებას აძლევს მას, განვითარდეს აქტიური კვების დაწყებამდე. სწორედ ამიტომ, კვერცხუჯრედის დიამეტრი გაცილებით მეტია, ვიდრე რომელიმე სომატური უჯრედისა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაფრთხილებთ!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები