მადეზოდორებელი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ფარმაცია”

მადეზოდორებელი საშუალებები (ფრანგ. თავსართი des-მოსპობა, მოცილება + ლათ. odoracio ყნოსვა, სუნი) _ სხვადასხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არასასიამოვნო სუნის წარმოქმნის თავიდან აცილების ან მოცილების მიზნით.
არსებობს მადეზოდორირებელი საშუალებების ორი სახე _ ერთნი, ცუდი სუნის განმაპირობებელ ნივთიერებებთან  ურთიერთქმედების შედეგად, ცვლიან მათ თვისებებს, მეორენი, სორბირებას უკეთებენ ცუდი სუნის მქონე ნივთიერებებს.
საყოფაცხოვრებო პირობებში, ჰაერის დეზოდორაციის მიზნით, ყველაზე დიდი გამოყენება ჰპოვა აეროზოლის ბალონებმა დეზოდორანტების სახით. მათში ათავსებენ გლიკოლებს (პროპილენგლიკოლი, ტრიეთილენგლიკოლი და მათი ნარევები), რომლებთან ერთადაც წარმოდგენილნი არიან ოდორანტები (მაარომატიზირებელი ნივთიერებები) და ბაქტერიციდები (ჰექსაქლოროფენი და ფენოლის სხვა წარმოებულები, მეოთხეული ამონიუმის შენაერთები). კანის დეზოდორაციისთვის გამოყენება ჰპოვა აეროზოლის ბალონებმა ინდივიდუალური სარგებლობის საშუალებებით (ე.წ. სხეულის დეზოდორანტები), რომელთა შემადგენლობაშიც შედიან გლიკოლი, ჰექსაქლორფენი (ანადგურებს კანზე არსებულ მიკროორგანიზმებს და გააჩნია ცუდი სუნის მქონე ოფლის შემადგენელის ზოგიერთი ნაწილის დაშლის უნარი), აგრეთვე ზეთები, ზედაპირულად აქტიური და სურნელოვანი ნივთიერებები.
პაროდონტოზის ან ავადმყოფის ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის დროს, როდესაც კბილების გაწმენდა გაძნელებულია, დეზოდორაციის მიზნით, გამოიყენება ელექსირები, რომლებიც შლიან საკვების ნარჩენებს, სპობენ მიკროორგანიზმებს და გააჩნიათ მაოდორირებელი მოქმედება.
დიდ შენობა-ნაგებობებში, შემომტან-გამწოვი ვენტილაციის არსებობისას, ჰაერის დეზოდორაციის მიზნით გამოიყენება ოზონი, რომელიც ახდენს არასასიამოვნო სუნის მქონე ნივთიერებების დაჟანგვას და იწვევს ჰაერში მიკროორგანიზმების განადგურებას. ოზონს იღებენ ოზონატორების მეშვეობით, სადაც ის წარმოიქმნება შენობაში მიწოდებულ ჰაერის ჟანგბადზე ე.წ. ჩუმი განმუხტვის (ელექტრული განმუხტვა ნაპერწკლის გარეშე) ზემოქმედებით.
მცირე ზომის შენობა-ნაგებობებში, ადსორბციის მეშვეობით ცუდი სუნის მქონე ნივთიერებების დეზოდორაციისთვის გამოიყენება დეზოდორანტები _ ლითონის ან პლასტმასის ცილინდრული ჭურჭლები, რომლებიც შევსებულია აქტივირებული ნახშირით და გვერდით ზედაპირზე გააჩნიათ ხვრელი. ზოგჯერ ჭურჭლებში ათავსებენ ეთერული ზეთებით გაჟღინთულ, ნახერხიან ფლანელის ბალიშებს, რომლებიც, აორთქლების შემდეგ ახდენენ ცუდი სუნის შენიღბვას. ისეთი მოწყობილობების გამოყენება, რომლებიც არ აცილებენ ცუდ სუნს, არამედ მხოლოდ ნიღბავენ მას, არამიზანშეწონილია.
შენობის გარეთ, აზოტის შემცველი ორგანული ნივთიერებების (ადამიანის და ცხოველების გამონაყოფი, საკვები პროდუქტები და სხ.) დაშლის (გახრწნის) შედეგად მიკროორგანიზმების გავლენით წარმოქმნილი ცუდი სუნის მოცილებისთვის გამოიყენება მიწა, ტორფი, ქვანახშირი, ნაცარი მშრალი, დაქუცმაცებული სახით, რომლებიც ერთდროულად ახდენენ ცუდი სუნის მქონე აიროვანი ნივთიერებების სორბციას და ამავდროულად, იწვევენ რა ლპობადი სუბსტრატების გაუწყლოვანებას, თრგუნავენ მიკროორგანიზმების სიცოცხლისუნარიანობას და ამით ამცირებენ ლპობის ინტენსივობას. შენობა-ნაგებობების გარეთ, ცუდი სუნის თავიდან აცილების მიზნით, ლპობადი მიკროფლორის მოსპობისთვის გამოიყენება გოგირდმჟავა რკინა, შაბიამანი, ქლორირებული თუთია, ქლორის კირი.
ჭრილობის ზედაპირებზე არსებულ ლპობად მიკროორგანიზმებთან ბრძოლა ტარდება ასეპტიკის და ანტისეპტიკის მეთოდების გამოყენებით.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.