ბრენდები და ჯენერიკები

ლალი დათეშიძე, ბრენდები და ჯენერიკები.  (პარაგრაფი წიგნიდან ,,ფარმაცია”)

სამკურნალწამლო საშუალების სახელდება. სამკურნალწამლო საშუალებას, შესაძლოა, გააჩნდეს რამდენიმე ან ძალიან ბევრი დასახელება. მიღებულია, რომ წამლის მხოლოდ ერთი სახელწოდება შეიცავს მისი ქიმიური დასახელების შესატყვისი დასახელების მქონე მეტალებს, მეტალების მარილებს, არაორგანული მჟავებსა და ტუტეებს (მაგალითად, იოდი, კალციუმის ქლორიდი, კალიუმის პერმანგანატი, ვისმუტის სუბნიტრატი, ქლოროვანწყალბადის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი და სხვ.). ერთი სახელწოდებაა მიღებული ალკალოიდებისათვისაც (მორფინი, პილოკარპინი, აროპინი და სხვ.). ალკალოიდებს მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ენიჭებათ ორი სახელი (ფიზოსტიგმინ-ეზერინი, გალანტამინ-ნივალინი, ვინბლასტინ-როზევინი). ჩვეულებრივ, თითო სახელწოდება (ბიოქომიური) აქვთ ფერმენტებსაც (თუმცა L-ასპარაგინაზას, სტრეპტოკინაზასაა და ზოგიერთი სხვა ფერმენტისათვის მთელი რიგი სინონიმები არსებობს).
ბრენდი .ბოლო დროს ხშირად გამოიყენება ტერმინი ”ბრენდი”. ცნება ”ბრენდი” ხშირად გაიგივებულია ცნებებთან ” სავაჭრო ნიშანი” ან ”სავაჭრო მარკა”. თუმცა ”ბრენდის” ცნება საკმაოდ ფართოა
ბრენდი (brand) – ეს არის ნიშან-თვისებების ერთობლიობა რომელიც გავლენას ახდენს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე შენაძენის გაკეთების დროს.
საქონელი არ შეიძლება იყოს ბრენდი მხოლოდ იმის გამო, რომ მას გააჩნია სახელწოდება, ნიშანი, სიმბოლო ან მათი კომბინაცია, რომლებიც დარეგისტრირებულია კანონმდებლობის შესაბამისად. იმისთვის რომ გახდეს ბრენდი, საქონელმა უნდა დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნილება, ამასთან უფრო უკეთ, ვიდრე ანალოგიურმა საქონელმა-კონკურენტებმა. მომხმარებელმა საკმაოდ მკაფოდ უნდა დაინახოს უპირატესობა, რომელიც გააჩნია ბრენდს, ამ უკანასკნელს კი უნდა გააჩნდეს დამატებითი ფასეულობა მომხმარებლისთვის, და ბოლოს, მომხმარებელი უნდა იცნობდეს ბრენდს.

ამრიგად ”ბრენდი” -ეს არის გაცილებით უფრო დიდი მცნება ვიდრე უბრალოდ ”საქონელი”. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ბრენდი შეიძლება დავყოთ ორ ძირითად ნაწილად: მომხმარებლისთვის ხილული და უხილავი, აისბერგის ანალოგიურად, რომელსაც გააჩნია როგორც წყალზედა, აგრეთვე წყალქვეშა ნაწილი. მომხმარებლისთვის ხილული ნაწილი – ეს არის საქონლის დასახელება, მისი შეფუთვა, ფასი, რეკლამა და საქონლის სახე, რომელიც მან (საქონელმა) შექმნა. მომხმარებლისთვის უხილავია კომპანიის ძალისხმევა საქონლის განაწილების და მიწოდების ორგანიზაციის კუთხით, პერსონალის მარკეტინგული უნარები, საწარმოო პროცესის რენტაბელურობა, მასშტაბური სამეცნიერო კვლევები და ძიებები, ოპერაციების ეფექტური ორგანიზაცია ფასეულობებათა ჯაჭვების პარალელურად. უხილავი ნაწილის უმეტესობის კოპირება არ შეიძლება მოხდეს კონკურენტების მიერ და უფრო მეტად წარმოადგენს კონპანიის გამოცდილების ელემენტს, ვიდრე თვითონ ბრენდის სპეციფიკურ ელემენტს.
ბრენდი შეიძლება იყოს მწარმოებელი ან ფარმაცევტული მომსახურების ბრენდი.საქართველოს ფარმაცევტულ სივრცეში უკვე მტკიცედ დამკვიდრდა როგორც საწარმოო ბრენდები (მაგალითად “ავერსი-რაციონალი”) ასევე ფარმაცევტული მომსახურებების ბრენდები (მაგალითად “ავერსი”)
ორიგინალური სამკურნალო პრეპარატი – ეს არის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც წარმოადგენს მისი დამამუშავებელი კომპანიის განსაკუთრებულ საკუთრებას, ან წარმოადგენს მის გაყიდვაზე პირველი ლიცენზიის მქონე კომპანია-მფლობელის საკუთრებას. ორიგანალური სამკურნალო პრეპარატის აქტიურ ნივთიერებას გააჩნია პატენტი, რომელიც მიღებულია კანონმდებლობის შესაბამისად. პატენტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, არც ერთ სხვა ფარმაცევტულ კომპანიას არ გააჩნია კომერციული და არაკომერციული მიზნებით აღნიშნული აქტიური ნივთიერების გამოყენების და სინთეზირების უფლება. ძალიან ხშირად ცნება ორიგინალური სამკურნალო პრეპარატი გაიგივებულია ცნებასთან ”სამკურნალო პრეპარატი-ბრენდი”.
ორიგინალური სამკურნალო პრეპარატის ცნებასთან არ უნდა გავაიგივოთ ცნება ”სამკურნალო პრეპარატის ორიგინალური (სავაჭრო) სახელწოდება”, რომელიც წარმოადგენს პატენტირებულ დასახელებას, რაც დარეგისტრირებულია მისი გამოყენების უფლების დაცვის მიზნით, მხოლოდ იმ კომპანიის მიერ რომელიც ფლობს სავაჭრო მარკას ან პატენტს აღნიშნულ დასახელებაზე (და არა აქტიურ ნივთიერებაზე). დასახელების მიხედვით შეიძლება მოვახდინოთ განსაზღვრული სამკურნალო პრეპარატის ან სამკურნალწამლო ფორმის იდენტიფიცირება, რომელსაც რეალიზებს უკეთებს მისი მწარმოებელი. აქტიურ ნივთიერებაზე პატენტისგან განსხვავებით (რომლის მსფლობელობა განსაზღვრულია გარკვეული დროით), საკუთრება ორიგინალურ (სავაჭრო) დასახელებაზე შენარჩუნებულია აქტიურ ნივთიერებაზე პატენტის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგაც. მრავალი ქვეყნის საკანონმდებლო მდგომარეობის შესაბამისად, მწარმოებელს უფლება აქვს შეინარჩუნოს სავაჭრო მარკა ერთკომპონენტიან სამკურნალო პრეპარატებში დამხმარე ნივთიერების შეცვლის დროს და კომბინირებულ სამკურნალო პრეპარატებში აქტიური ნივთიერებების შეცვლის დროსაც კი.
გენერიული სამკურნალო პრეპარატი ანუ პრეპარატი-გენერიკი – ეს არის სამკურნალო პრეპარატი, რომლის აქტიურ ნივთიერებაზე პატენტური დაცვის მოქმედების ვადა ამოწურულია და ის (უფრო ზუსტად აქტიური ნივთიერება), ამრიგად, არ წარმოადგენს იმ ფარმაცევტული კომპანიის განსაკუთრებულ საკუთრებას, რომელმაც იგი დაამუშავა ან რომელიც ფლობდა პირველ ლიცენზიას მის რეალიზაციაზე.
გენერიული სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ორიგინალური სამკურნალო პრეპარატის იდენტურ აქტიურ ნივთიერებას. თუმცა, დამხმარე ნივთიერებები (ანუ კონსერვანტების, შემავსებლების, შემაკავშირებელი ნივთიერებების, საღებავების და ა.შ. სახით პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი არააქტიური ინგრედიენტები) და წარმოების პროცესი შეიძლება განსხვავებული იყოს.
გენერიული სამკურნალო პრეპარატს შეიძლება გააჩნდეს ორიგინალური ან საზოგადოდ მიღებული სახელწოდება. საზოგადოდ მიღებული ანუ გენერიული სახელწოდება, ორიგინალური (სავაჭრო) დასახელებისგან განსხვავებით, შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა მწარმოებელმა, აქტიურ ნივთიერებაზე პატენტის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ. აშშ-ში საზოგადოდ მიღებული (ოფიციალური) დასახელებები ჩამოთვლილია ”აშშ-ში მიღებული სამკურნალო პრეპარატების დასახელებების” (USAN) ნუსხაში. თუმცა ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ გენერიული სახელწოდებების ჩამონათვალი შეიძლება განსხვავდებოდეს სამკურნალო პრეპარატების საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდებებისგან.
ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს თვისებების, მახასიათებლების, უპირატესობების და მომსახურებების განსაზღვრულ ნაკრებს, ანუ ამ გაგებით განსაზღვრულია სხვადასხვა მნიშვნელობები.
სავაჭრო ნიშანი (brand sign) – ნებისმიერი სახელწოდება, ნიშანი, სიმბოლო, ნახატი ან მათი კომბინაცია, რომელიც გამოიყენება კომპანიის ნაწარმის აღნიშვნის მიზნით და მას განასხვავებს კონკურენტების ნაწარმისგან.
სახეობრივი სავაჭრო ნიშანი – ერთიანი სავაჭრო ნიშანი ურთიერთდაკავშირებული სავაჭრო საქონლების კომპლექსისთვის.
სავაჭრო მარკა (trademark) – სავაჭრო ნიშანი, რომელიც დარეგისტრირებულია კანონმდებლობის შესაბამისად და მფლობელს აძლებს ექსკლუზიურ უფლებას მის გამოყენებაზე.
არამარკირებული ანუ გენერიული პროდუქტები (generic products) – მარტივი შეფუთვის პროდუქტები, რომელზეც მითითებულია მხოლოდ მისი დასახელება მწარმოებლის მითითების გარეშე (კლასიკური განსაზღვრა).

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.