ქართული ფარმაცია. რეტროსპექტივა და პერსპექტივა

ლალი დათეშიძე, ქართული ფარმაცია. რეტროსპექტივა და პერსპექტივა.  (პარაგრაფი წიგნიდან ,,ფარმაცია”) >>>>

ქართული ფარმაციის ისტორია, პირობითად, სამ ეტაპად შეიძლება დავყოთ:
– ძველი პერიოდი
– ახალი (საბჭოთა) პერიოდი
– უახლესი პერიოდი
ქართული ფარმაციის ისტორიის ძველი პერიოდი, როგორც მედიცინის ისტორიის ნაწილი, საკმაოდ კარგადაა შესწავლილი. ამ საკითხებს ისტორიკოსებთან ერთად იკვლევდენენ ცნობილი მედიკოსი-მეცნიერები ლადო კოტეტიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, მიხეილ შენგელია.
შეიძლება ითქვას ქართული მედიცინის განვითარება ძველი ისტორიის გაკვეულ პერიოდებში გავლენას ახდენდა საერთოდ მედიცინის განვითარებაზე, სხვა პერიოდებში კი არ ჩამოუვარდებოდა მეზობელი ქვეყნების მედიცინის დონეს.
ქართული ფარმაციის (საერთოდ ქართული მედიცინის) დამახასიათებელ ნიშანთაგან ჩვენ გამოვყოფდით:
– იგი ყოველთვის იყო სახელმწიფო ზრუნვის საგანი
– მკვეთრად გამოხატული სოციალური ხასიათი
ფარმაცია სწრაფად განვითარდა მეოცე საუკუნეში, რაც ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა პერიოდს დაემთხვა. ამ პერიოდში საქართველოში ფუნქციონირებდა კვლევითი ინსტიტუტები, მუშაობდა რამდენიმე ქარხანა .ითვლებოდა, რომ საბჭოთა სივრცეში, ფარმაცია საკმაოდ მაღალ დონეზე იყო განვითარებული.
საბჭოთა პერიოდის ფარმაცია, არ იყო ქართული ფარმაცევტული (სამედიცინო) ტრადიციებზე აღმოცენებული. ვფიქრობთ, სწორია მსჯელობა, რომ საბჭოთა პერიოდის დადგომით გაწყდა ისტორიული განვითარების ჯაჭვი.
ქართული ფარმაციის განვითარების უახლესი პერიოდი.
აქაც, ჩვენი თვალთახედვით საინტერესოა, რომ კიდევ ერთხელ გაწყდა ისტორიული განვითარების ჯაჭვი.. . დღევანდელი ქართული ფარმაცია არ აღმოცენებულა საბჭოთა ფარმაციაზე და არ წარმოადგენს მისი განვითარების უწყვეტი ჯაჭვის ნაწილს.საბჭოთა პერიოდში შექმნილმა ვერც ერთმა სტრუქტურამ და გარკვეულწილად საკადრო ბაზამაც, რეალურად ვერ შეძლო ეტვირთა ქართული ფარმაციის განვითარების წინამძღოლობა დამოუკიდებლობის პირობებში. ამ პერიოდის ტვირთი თავის თავზე აიღო რამდენიმე ინიციატივიანმა ჯგუფმა, რომელთა ბაზაზეც თანდათან შეიქმნა ორი მსხვილი ფარმაცევტული ფირმა. ქართული ფარმაცია ვითარდება ამ ფირმების ბაზაზე, საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად. რეალურად ნულიდან შეიქმნა სააფთიაქო ქსელები, საერთაშორისო დონის ფარმაცევტული საწარმოები.დიდ ფარმაცევტულ ფირმებში პერმანენტურად მუშაობს ფარმაცევტთა გადამზადების პროგრამები.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები