ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი – წარმოადგენს გულის ვენური სისხლძარღვების თანადათანობით პროგრესირებადი ათეროსკლეროზის, აგრეთვე ადრე გადატანილი განმეორებითი ინფარქტების შედეგს. ხასიათდება გულის უკმარისობის ნიშნებით და რიტმის დარღვევებით. ყველაზე ხშირად ათეროსკლეროზის განვითარებას წინ უძღვის სტენოკარდია (იხ.). სიმპტომები. ავადმყოფები ხშირად უჩივიან ქოშინს, კარდიული ასთმის შეტევებს. ფილტვებში მოისმინება შეგუბებითი ხიხინები, მოგვიანებით მას უერთდება მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობა ღვიძლის გადიდებით, ასციტით, შეშუპებებით. გულის ზომები, როგორც წესი მომატებულია, უპირატესად მისი მარცხენა ნახევრის ხარჯზე. არც თუ იშვიათად ვითარდება მოციმციმე არითმია, ექსტრასისტოლია, პარკუჭშიგა გამტარებლობის დარღვევა. ეკგ – ზე ვლინდება ქრონიკული კორონარული უკმარისობისა და ადრე გადატანილი ინფარქტის (ნაწიბურობანი ცვლილებები) ნიშნები. გამოკვლევებით დგინდება თავის ტვინის, კიდურების სისხლძარღვების, განსაკუთრებით ხშირად კი აორტის ათეროსკლეროზის ნიშნები. დაავადების მიმდინარეობა სხვადასხვაგვარია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..