აზუროფილური გრანულები

აზუროფილური გრანულები – (granula azurophila იხ. აზურო­ფილია) არამუდმივი წვრილი მარცვლები მონოციტებისა და დიდი ლიმფოციტების ციტოპლაზმაში, რომლებიც იღებებიან აზურით მეწა­მულ – წითელ ფერად. ნეიროფილურ ლეიკოციტებში აზურით ვლინდება გრანულები, რომლებიც ლიზოსომებისათვის და­მახასიათებელ ჰიდროლიზურ ფერმენტებს შეიცავს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)


ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გაფრთხილება!

.