მკურნალობა უცხოეთში


http://www.commersant.ge
2009.10.29

„საქართველოს მწვანეთა პარტია“ გენმოდიფიცირებული რუსული პროდუქციის სიას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გენმოდიფიცირებული პროდუქციის ნუსხაში ძირითადად ხორცპროდუქტები: სოსისი, სარდელი, ძეხვეული, პელმენი, პაშტეტი, კატლეტი და თევზეულია შეტანილი.

„ქართველი მწვანეების“ მტკიცებით, გენმოდიფიცირებული პროდუქცია საქართველოში რუსულ ხოცპროდუქტების კომპანიებს “დარიას“, „კლინსკის“, „კამპომოსს“, „ოსტანკინოს“, „მიქოიანოვსკის“ და „ჩერკიზოვსკის“ შემოაქვს.

მწვანეებში აცხადებენ, რომ ეს ექსკლუზიური ინფორმაცია რუსეთის მწვანეთა მოძრაობამ მიაწოდათ, რომელმაც პროდუქციის კვლევა მოსკოვის ციტოლოგიის ინსტიტუტში ჩაატარა. საქართველოს მწვანეები ამბობენ, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქცია ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნეა, რადგან ასეთი პროდუქციის მიღება იმუნიტეტის დაქვეითებას, ალერგიებს და მოწამვლას იწვევს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ დეპუტატმა გიორგი გოგუაძემ „საქართველოს გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების შესახებ“ კანონპროექტი მოამზადა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში ამბობენ, რომ საკომიტეტო მოსმენების შემდეგ კანონპროექტის განხილვა არ მომხდარა.

კანონპროექტი გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების ანუ თესლის და ქვირითის შემოტანის აკრძალვას და უკვე მზა პროდუქტის მინიმუმ მარკირებას ითავლისწინებს.

Comments are closed.

vaka