სიგარეტის მოწევა აიკრძალა

თურქეთში სიგარეტის მოწევა აიკრძალა: ამერიკული გამოცდილება

გასულ კვირას თურქეთში სიგარეტის მოწევა აიკრძალა. ექსპერტები ამბობენ, რომ სიგარეტის მოწევის წინააღმდეგ მიმართული ეროვნული კანონმდებლობა ერთერთი ყველაზე მკაცრია ევროპაში.

მთავრობის ინფორმაციით, თამბაქოთი გატაცება ქვეყანაში ასი ათასი ადამიანის სიკვდილს იწვევს ყოველწლიურად.
აკრძალვა ეხება ბარებს, რესტორნებსა და ყავის სახლებს.

ქვეყანაში სადაც თამბაქო ძალიან პოპულარულია, მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთანხმება ამ აზრს.  ამერიკაში, თამბაქოზე შეზღუდვა ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ადრე ასეთი რამ უფრო იშვიათი იყო.

თამბაქოზე აკრძალვა თურქეთში კი წლინახევრის წინ ოფისებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში დაიწყო.
ახლა აკრძალვა გავრცელდა ისეთ ადგილებში, სადაც თურქები ჩვეულებრივ სწორედ მოსაწევად მიაშურებენ-ბარებში, რესტორნებსა და ყავის სახლებში.
ეს სატელევიზიო რეკლამა თამბაქოს წევის მავნე შედეგების შესახებ აუწყებს მაყურებელს.

ახლა თურქეთში მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აიკრძალა, მათ შორის ჩაისა და ყავის ტრადიციულ სახლებში.

საუკუნეების განმავლობაში, თურქები ყავასა და ჩაის სიგარეტს აყოლებდნენ. ასეთი სცენების ამსახველი სურათები თურქეთიდან ყველას უნახავს. თუმცა გასულ კვირას ყველაფერი შეიცვალა.

ახალი კანონმდებლობა ბევრის მიერ მოიაზრება როგორც თურქეთის ერთერთი უძველესი ტრადიციის დასასრული დაწყების ხანა. კაფეებში ადამიანები თავს იქცევდნენ ჩილიმის მოწევით, ეს ტრადიცია საუკუნეებს ითვლის, მაგრამ ახლა ესეც თამბაქოს წინააღმდეგ გატარებული ზომების მსხვერპლი გახდა.
თურქული თამბაქო თავისი ხარისხით არის ცნობილი. მსოფლიოში მწეველთა ერთერთი ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ თურქეთში ცხოვრობს.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორაანიზაციიის ინფორმაციით, მამაკაცების ნახევარი და ქალების 20 პროცენტია მწეველია.
ამერიკაში, ორმოცი წლის წინ, მოზარდების 42 პროცენტი თამბაქოს მწეველი იყო.
მას შემდეგ, მწეველთა რაოდნეობა დაეცა და ახლა მოსახლეობის 20პროცენტზე ნაკლები ეწევა. 1950იან და 60იან წლებში ამერიკაში სიგარეტი პოპულარული თავშესაქცევი იყო, ამიტომაც გავრცელებული იყო სატელევიზიო რეკლამები, რომლებიც თამბაქოს მოხმარების მავნე შედეგებზე აცნობდა მოსახლეობას.
60 წლების შუა პერიოდში, ამერიკის მთავრობამ აკრძალა ეს რეკლამები და ამის ნაცვლად თამბაქოს კომპანიებს მოსთხოვა კოლოფებზე სიგარეტის მოწევის მავნე შედეგებზე გაეკეთებინათ აღნიშვნა.
1990 წელს, კალიფორნის ქალაქი სან ლუის ობისპო გახდა პირველი ქალაქი მსოფლიოში, სადაც თამბაქოს მოწევა აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას.
დღეს ამერიკის 50დან 27 შტატს თამბაქოს მოწევის წინააღდმეგ მიმართული კანონები აქვს ბარებსა დ რესტორნებში.

წარსულში ამერიკაში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ადამიანებს საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა აეკრძალებოდათ, ახლა ასეთი რამ ნორმაა.

29/07/2009 აღებულია: http://www.voanews.com/georgian/archive/2009-07/2009-07-29-voa6.cfm?moddate=2009-07-29