ტამიფლუ

მასალა აღებულია: http://www.grip.ge/tamiflu.htm

ტამიფლუს ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს მისი 4 წლიანი შენახვის ვადა ჩვეულებრივ პირობებში. თუ თქვენ გამოგივლინდათ გრიპის სიმპტომები, შეგიძლიათ არ დაელოდოთ გრიპის გამომფიტველ ზეგავლენას, დაუყოვნებლივ მიიღოთ პრეპარატი და დარჩეთ შრომისუნარიანი. თუ თქვენ ამ წელიწადს გადაურჩით გრიპს, თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები დაცული რჩებით გრიპის ყველა ტიპის ვირუსისგან კიდევ 3 წლის განმავლობაში.

გარდა ამისა, დამტკიცებულია, რომ თუ გრიპით დაავადდა ოჯახის რომელიმე წევრი, ტამიფლუს 1 კაფსულის მიღება ერთხელ დღეში დანარჩენ წევრებში ამცირებს დაავადების რისკს 12-ჯერ. აი რატომ არის აუცილებელი ტამიფლუს კოლოფის ქონა საოჯახო აფთიაქში გრიპის ეპიდემიის დაწყებამდე.

ტამიფლუს სამიზნეს წარმოადგენს ვირუსის ნეირამინიდაზას აქტიური მონაკვეთი, რომელიც ერთი და იგივეა გრიპის ვირუსის ყველა შტამში.

ნეირამინიდაზას ინჰიბირების ეფექტები:
1. ვირუსის რეპლიკაციის შეწყვეტა;
2. ვირუსის გავრცელების აღკვეთა;
3. ახალი სამიზნე უჯრედების ინფიცირების შეუძლებლობა;

ამრიგად გრიპი არ პროგრესირებს!
1. ტამიფლუ სისხლის მიმოქცევაში აღწევს პერორალური მიღებიდან 30 წთ-ში, კონცენტრაციის პიკს კი 2-3 სთ-ში;
2. აღწევს ინფექციის ყველა სამიზნე ორგანოში, მათ შორის ფილტვებსა და სინუსებში;
3. აქვს ხანგრძლივი ნახევარდაშლის პერიოდი – 4-7 სთ, რაც საშუალებას იძლევა დაინიშნოს 2-ჯერ დღეში;
4. კონცენტრაცია და ნახევარდაშლის პერიოდი ფილტვებში 4-ჯერ მეტია, ვიდრე პლაზმაში;
5. მკურნალობის კურსი გრძელდება 5 დღე.

გრიპის ვირუსი აღწევს პიკურ კონცენტრაციას ინფიცირებიდან მცირე პერიოდში, ამიტომ მკურნალობა უნდა იქნას დაწყებული სიმპტომების გაჩენიდან პირველ 48 სთ-ში.

მკურნალობის მაქსიმალურ ეფექტს განაპირობებს მისი დაწყების დრო: რაც უფრო ადრე იწყება მკურნალობა, მით უფრო მაქსიმალურია ეფექტი!

ტამიფლუს რეციპიენტები, ჩვეულებრივ, უკეთ გრძნობენ თავს ერთი დღის შემდეგ.

ტამიფლუ მნიშვნელოვნად ამცირებს გრიპის სიმპტომების ხანგრძლივობას
სიმპტომები საშუალო ხანგრძლივობა*(საათებში):
ცხელება 10 (8-14)
თავის ტკივილი 8 (6-15)
ყელის ტკივილი 10 (4-19)
კუნთების ტკივილი 16 (10-20)
ხველა 31 (24-42)

*სანდოობის ინტერვალი 95%

საერთაშორისო რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევების შედეგად დამტკიცებულია, რომ ტამიფლუს მიღება სიმპტომების დაწყებიდან პირველ 48 სთ-ში ამცირებს:
სიმპტომების სიმძიმეს 40%-ით;
დაავადების ხანგრძლივობას 30%-ით
მეორად გართულებებს (ბრონქიტი, პნევმონია, სინუსიტი) 67%-ით ბავშვებში;
36%-ით მცირდება დაავადების ხანგრძლივობა და სიმძიმე;
44%-ით მცირდება გრიპთან ასოცირებული შუა ყურის ანთება.

Treanor JJ et al. Efficacy and safety of the oral neuraminidase inhibitor oseltamivir in treating acute influenza: a randomized, controlled trial. JAMA 2000;283:1016–24;
Nicholson KG et al. Efficacy and safety of oseltamivir in treatment of acute influenza: a randomised controlled trial. Lancet 2000; 355:1845–1850;
Kurowski, M et al. Oral oseltamivir rapidly delivers active drug levels to middle ear and sinuses in humans. 40th ICAAC, Toronto, Canada, September 17-20, 2000;
Aoki F et al. Maximising benefits of influenza, treatment with oral oseltamivir: results of the IMPACT study. 40th ICAAC, Toronto, Canada, September 17-20, 2000;
Whitely RJ, Hayden FG et al; Oral oseltamivir treatment of influenza in children, Pediatric Infectious Disease Journal;:20: 122-133.

ტამიფლუთი მკურნალობის შედეგად:

გამოჯანმრთელება ხდება უფრო მალე – იხდით უფრო ნაკლებს!
თავს ჯანმრთელად გრძნობთ 30%-ით ადრე (საშუალოდ 32 სთ-ში, თუ მკურნალობა იწყება ავადმყოფობის პირველ 48 სთ-ში);
მკურნალობის ღირებულება ნაკლებია, ვინაიდან აღარ არის საჭირო დამატებითი მედიკამენტოზური მკურნალობის ჩატარება (სიმპტომური მკურნალობა+ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი+გართულებების მკურნალობა+შესაძლო ჰოსპიტალიზაცია).

ტამიფლუ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პრეპარატია, რომელსაც არ ახასიათებს ნეფრო- და ჰეპატოტოქსიკურობა, იმუნიტეტის დათრგუნვა.

აღნიშნული მოვლენები გარდამავალი იყო, ვლინდებოდა პირველი დოზის მიღების შემდეგ და ქრებოდა მკურნალობის კურსის განმავლობაში. მკურნალობა არ შეწყვეტილა არცერთ შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გვერდითი მოვლენები შეიძლება თან ახლდეს ნებისმიერი მედიკამენტის მიღებას, მათ შორის ისეთი უვნებელის, როგორიცაა ვიტამინები.

დოზის კორექცია არ არის საჭირო:

– ხანშიშესულ პაციენტებში,პაციენტებში თირკმლის დაზიანებით, თუ კრეატინინის კლირენსი > 30 მლ/წთ-ზე

– თუ კრეატინინის კლირენსი 10-30 მლ/წთ, რეკომენდებულია ტამიფლუს დოზის შემცირება

– ტამიფლუ არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი < 10მლ/წთ

2004/2005 წელს იაპონიაში სეზონური გრიპის მიზეზით ტამიფლუთი მკურნალობა ჩაიტარა 6 მლნ. პაციენტმა. ასეთი მოხმარების ფონზეც კი რეზისტენტული შტამის წარმოქმნის სიხშირე იყო ძალიან დაბალი (0.4%)

კომფორტი პაციენტისთვის
1. ტამიფლუს მოღებისას პროფილაქტიკის მიზნით დაავადებულთან კონტაქტის შემდეგ, გრიპით დაინფიცირების სიხშირე მცირდება 91.7%-ით;
2. ტამიფლუ ხელმისაწვდომია კაფსულისა და სუსპენზიის სახით, რაც უქმნის კომფორტს პაციენტს.