სამკურნალო საშუალებების ექსკრეცია რძესთან ერთად

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ექსკრეციის აღნიშნულ გზას, სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკის კუთხით, არ გააჩნია არსებითი მნიშვნელობა, თუმცა მისი გათვალისწინება ყოველთვის აუცილებელია მეძუძური დედებისთვის სამკურნალო საშუალებების დანიშვნის დროს. დედის რძეში სამკურნალო საშუალებების კონცეტრაცია შეიძლება თანაბარი იყოს ან აღემატებოდეს კიდეც მეძუძური დედების სისხლში მათ კონცეტრაციას (ცხრილი 1–15).
დედის რძეში სამკურნალო საშუალებების კონცეტრაცია და, შესაბამისად, მათი საერთო რაოდენობა, რომელიც ხვდება ბავშვის ორგანიზმში, დამოკიდებულია სამკურნალო საშუალებების ფიზიკურ–ქიმიურ თვისებებზე, სისხლის ცილებთან მათი შეერთების უნარზე, დოზაზე, შეყვანის გზაზე და ჯერადობაზე, კვების რეჟიმზე და სხვა ფაქტორებზე. სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მნიშვნელოვან წილად უერთდებიან ცილებს, რჩებიან მეძუძური დედების სისხლის პლაზმაში, ხოლო ლიპიდების მსგავსი საშუალებები (მაგალითად, ბარბიტურატები) კონცეტრირდებიან რძეში. თეოფილინის კონცეტრაცია დედის რძეში შეადგენს სისხლის პლაზმაში მისი კონცეტრაციის 70%–ს, ლევომიცეტინის – 50%–ს, პენიცილინების და ცეფალოსპორინების – 20%–მდე. დედის რძეში კარგად აღწევენ ერითრომიცინი, ტეტრაციკლინი,იზონიაზიდი, სულფანილამიდები, ლითიუმის პრეპარატები, მეპრობამატი, აცეტილსალიცილის მჟავა, ტერბიტალინი. აგრეთვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ დედის რძეში სამკურნალო საშუალებების უმცირესმა კონცეტრაციებმაც კი შეიძლება გამოიწვიონ სხვადასხვა სახის ალერგიული რეაქციები ძუძუთა ბავშვებში.

ცხრილი 1–15. დედის რძესთან ერთად ზოგიერთი სამკურნალო საშუალების გამოყოფის პროცესის მახასიათებელები.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები