ნ-ქოლინორეცეპტორების მასტიმულირებელი საშუალებები (ნ-ქოლინომიმეტიკები)

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ამ ჯგუფის სამკურნალო საშუალებები ურთიერთქმედებენ ვეგეტატიურ განგლიებში (სიმპათიკურში და პარასიმპათიკურში) და განგლიონარული ქსოვილის ეგრეთ წოდებულ ანალოგებში (სინოკაროტიდული ზონა და თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერება) განლაგებულ ნ-ქოლინორეცეპტორებთან. გარდა ამისა, მათ აქვთ უნარი აღაგზნონ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არსებული ნ-ქოლინორეცეპტორები. ამ ჯგუფის სამკურნალო საშუალებების ძირითადი ეფექტები მდგომარეობს სუნთქვის ცენტრის რეფლექტორულ (სინოკაროტიდული ზონის ნ-ქოლინორეცეპტორების მეშვეობით) სტიმულაციაში (ანალეფსიური ეფექტი) და არტერიული წნევის გაზრდაში , რაც თირკმელზედა ჯირკვლის ქრომაფინური ქსოვილის (ადრენალინის გამოტყორცნის გაძლიერება) და სიმპათიკური განგლიების (გულთან და სისხლძარღვებთან სიმპათიკური იმპულსაციის გაძლიერება) ნ-ქოლინორეცეპტორებთან ურთიერთქმედების შედეგია.
უფრო შერჩევითი და გამოკვეთილი ჰიპერტენზიული მოქმედების სამკურნალო საშუალებების გამოჩენის შემდეგ, აგრეთვე რეანიმაციული ღონისძიებების შესაძლებლობათა გაფართოების შედეგად ნ-ქოლინომიმეტიკების ზემოთ აღნიშნულმა ეფექტებმა დაკარგეს თავისი ადრინდელი კლინიკური მნიშვნელობა. ამჟამად მათი გამოყენების ძირითადი ასპექტია ნიკოტინის ნ-ქოლინომიმეტიკური ეფექტების წარმოქმნა.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები